უკრაინაზე თავდასხმის სქემა და მხარეთა შეიარაღება

25 თებერვალი 2022, 20:16 910 ნახვა

უკრაინის გზავნილი რუსეთს ნეიტრალიტეტის შესახებ. ტერმინი პირველად ვლადიმირ ზელენსკიმ გუშინდელ მიმართვაში ახსენა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას არ ეშინია ნეიტრალური სტატუსის, თუმცა აქვე ინტერესდება უსაფრხთოების რა გარანტიები ექნება ქვეყანას. განცხადებას დღესვე უპასუხა სერგეი ლავროვმა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაიანის პრეზიდენტმა ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - გარანტიები კი პუტინის მხრიდან ჯერ კიდევ დეკემბერში იყო შეთავაზებული, თუმცა მაშინ უკრაინა, დასავლეთის მსგავსად, არჩევანის უფლებასა და ევროინტეგრაციაზე საუბრობდა. ლავროვმა კიდევ ერთხელ ახსენა 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, როდესაც პუტინი მოუწოდებდა ალიანსს 3-ჯერ ეფიქრათ, ვიდრე სიამაყით ჩაწერდნენ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში