საბრძოლო მოქმედებების ქრონოლოგია

25 თებერვალი 2022, 20:19 1928 ნახვა

24 თებერვლის დილას,  საომარი მოქმედებები ასე დაიწყო. პირველი შეჭრა რუსეთმა სენკივკაში ბელორუსიდან მოახერხა. შემდეგი მოქმედება, ორი სამხედრო კოლონა შევიდა და დაიკავა ჩერნიგოვი. მესამე თავდასხმა, შემოჭრა ბელორუსიდან მეორე არხით - ჩერნობილის დაკავება. 4. გააფთრებული შეტაკება ჰოსტომელის სამხედრო ბაზაზე. 5.შემოჭრა რუსეთიდან ხარკოვისკენ. 6.  შემოჭრა რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიიდან - სჩასტიეს დაკავება .7. ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა შევიდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან. 8.  ყირიმიდან შესული კოლონები მიდიან მდინარე დნეპრამდე. 9.ყირიმიდან შესული ჯარები მიემართებიან მელიტოპოლისკენ. 10. შეტევა ოჩაკოვის საზღვაო სამხედრო ბაზაზე. 11. შეტევა ოდესაზე, სადაც 18 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. 12. შეტევა ზმინილის კუნძულზე, - ყველა უკრაინელი სამხედრო დახოცეს. 25 თებერვლის საომარი მოქმედებები. 13. ინტენსიური აფეთქებები კიევში, ერთი რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს ქალაქში. 14.რუსეთის ჯარები შედიან კიევის ჩრდილო-დასავლეთ ობოლონსკის გარეუბანში. და რა შეიარაღება და ძალებია უკრაინაში და მიმდებარედ მობილიზებული. რას უპირისპირებენ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს.  რუსეთს ჰყავს 280 ათასი ჯარისკაცი, ამასთანავე 34 ათასი სეპარატისტული შენაერთი დონეცკსა და ლუგანსკში. უკრაინას კი 145 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. რუსეთს ჰყავს 2 840 საბრძოლო ტანკი, უკრაინას 858. ჯავშანტრანსპორტიორები რუსეთის მხარეს 5 220 -ია, უკრიაინის კი 1184. რუსეთის საარტილერიო დანადგარები 4 684-ია, უკრაიანის კი 1 818. საზენიტო დანადგარები - ხმელეთსა და ჰაერში - 1520 რუსეთს ჰყავს, უკრაინას კი 75. რუსეთის ბალისტიკური რაკეტა 150-ია, უკრაიანის 90.     

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში