ქობულეთის პანსიონის საქმე

22 დეკემბერი 2016, 00:00 3285 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დღეს ქობულეთის  პანსიონის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეს განიხილავს. მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ინტერესებს სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის   წარმოადგენს. როგორც ცნობილია 2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სიმბოლური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება განსაზღვრა კერძო პირების მიმართ. სააპელაციო საჩივარში ეიემსი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სწორედ იმ ნაწილში, რომელშიც სასამართლომ არ დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრეს დომინანტ რელიგიურ ჯგუფს მიკუთვნებულმა კერძო პირებმა, რომელთა მიმართაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სარჩელში ისინი არსებითად არც გამორიცხავენ მათი მხრიდან პანსიონატისთვის ხელშეშლის ფაქტებს და დაუსაბუთებლად პანსიონატის საქმიანობის კანონიერებაზე დავობენ.

ამავე კატეგორიაში