დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს

25 თებერვალი 2022, 22:38 1501 ნახვა

დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი Facebook-ზე წერს. 

ბორის ჯონსონმა მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის, რომ რათა მაქსიმალური დარტყმა მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს.

"დღეს შუადღისას, მე მოვუწოდე NATO-ს ლიდერებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა პრეზიდენტს პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ. 

დიდი ბრიტანეთი პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს, უკვე გამოცხადებული სანქციების პაკეტის გარდა", - წერს ჯონსონი. 

ცოტა ხნის წინ კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში