რუსების მთავარი სამიზნე ახლა დედაქალქია, კიევში განგაშის ხმა ისმის

26 თებერვალი 2022, 12:01 1277 ნახვა

უკრაინაში მესამე დღეა ომია. უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მხრიდან შეტევა გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტისთვის ნასროლი რაკეტა, სოლომენკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაზიანებულია და ჩამონგრეულია კორპუსის რამდენიმე სართული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

რუსების მთავარი სამიზნე ახლა დედაქალქია. კიევში განგაშის ხმა ისმის, იგეგმება საჰაერო იერიში. მოსახლეობა თავშესაფრებში გადადის.

რუსეთის 100-მდე ჯავშანტექნიკისგან შემდგარი კოლონა ვიშგოროდიდან კიევისკენ მიემართება, ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ავრცელებს.

გარდა ამისა, დაპირისპირება მიმდინარეობს ხარკოვის ოლქში, შეტაკებებია ოხტირკში.ამის პაალელურად ვრცელდება ინფორმაცია უკრაინული მხარის მიერ რომ სასტიკი ბრძოლების შემდეგ კიევის ოლქში მდებარე ქალაქი ვასილკოვი კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა.ვასილკოვის მერის განცხადებით, ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ოკუპანტებმა ქალაქში მდებარე სამხედრო ნაწილები და აეროდრომი დაბომბა, გადასხეს დესანტიც, თუმცა როგორც ბალასინოვიჩი ამბობს, უკრაინულმა ჯარმა ქალაქის შენaრჩუნება შეძლო.

უკიდურესად რთული ვითარების გამო, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით აშშ-მა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზელენკიმ ქვეყნიდან წასვლაზე უარი განაცხადა და მან ცოტა ხნის წინ ქალაქიდან ახალი ვიდეო მიმართვაც გაავრცელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში