Reuters-ი: 1 115-მდე დაშავებულ უკრაინელთა შორის 33 ბავშვია

26 თებერვალი 2022, 15:44 1215 ნახვა

Reuters-ისინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად,  ამ დრომდე, სულ მცირე, 198 უკრაინელი, მათ შორის 3 ბავშვია დაიღუპული.

მათივე ინფორმაციით, 1 115-მდე პირი დაშავებულია, რომელთა შორის 33 ბავშვია. ჯერჯერობით დაუდგენელია, ეს რიცხვი მოიცავს თუ არა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას.

თავდასხმის სამიზნე დედაქალაქია. უკრაინის შსს-ს განცხადებით რუსეთის დივერსიული სადაზვერვო ჯგუფები გამუდმებით ცდილობენ კიევის მარცხენა სანაპიროზე გადასვლას. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მდინარე დნეპრის გადაკვეთისგან  მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით,  რადგან უკრაინელი ძალოვანები ცეცხლს გაუხსნიან სამიზნეებს, რომლებიც შეეცდებიან გადალახონ ხიდები მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში