ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა ოპერაცია სასიკვდილო იარაღის გამოყენებით - რუსი ექიმების მიმართვა პუტინს

26 თებერვალი 2022, 17:39 1459 ნახვა

ასობით რუსი ექიმი ღია წერილით მიმართავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მოითხოვს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.

"ომი ბევრ სიცოცხლეს წაიღებს, დაამახინჯებს იმდენ ბედს, რომ მთელი ძალისხმევის შემთხვევაშიც ვერ შევძლებთ დახმარებას. ამიტომ, ჩვენი ფიცის დაცვით და ყველა ადამიანის მიმართ ჰუმანური და თანაბარი მოპყრობის შენარჩუნებით, ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა ოპერაცია სასიკვდილო იარაღის გამოყენებით", - აღნიშნულია ღია წერილში.

მანამდე ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდნენ ჟურნალისტები, ხელოვანები, მეცნიერები. ქვეყნის მასშტაბით არაერთი საპროტესტო აქციაც გაიმართა.

ზვიად სირაბიძე
ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში