უნგრეთმა რუსეთის SWIFT-იდან  ჩახსნას მხარი დაუჭირა

26 თებერვალი 2022, 18:40 1047 ნახვა

რუსეთის SWIFT-იდან  ჩახსნას, ბოლო ქვეყანამ უნგრეთმაც დაუჭირა მხარი. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ტვიტვერზე დაწერა. მან მორიგი სატელეფონო საუბარი გამართა თავის უნგრელ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან, რომელმაც ამ საკითხთან მიმართებაში უნგრეთის პოზიციის შეცვლის პირობა მისცა.

უნგრეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელიც  რუსეთის Swift-დან დაბლოკვას მხარს არ უჭერდა.

SWIFT-ი დაცული კომუნიკაციების პლატფორმაა, რომელსაც ბანკები, საბროკერო ფირმები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ინფორმაციის გასაგზავნად და მისაღებად იყენებენ, როგორიცაა საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა, ან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გადახდები.

ეკონომისტების ინფორმაციით, SWIFT-დან რუსეთის გათიშვა გამოიწვევს:  ეკონომიკის 50%-მდე  ვარდნას; ექსპორტის 350%-მდე შემცირებას;  დეპოზიტების და სხვა სავალუტო სახსრების მნიშვნელოვან გადინებას, ამასთან გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას"

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში