„მეგობრებო, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს!“ - დიმიტრი გორდონი უკრაინული დაზვერვის მასალებს ასაჯაროებს

26 თებერვალი 2022, 21:34 81704 ნახვა

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი რუსეთში უკრაინის დაზვერვის საკუთარი არხებით მიღებულ მასალებს ასაჯაროებს.

„მეგობრებო, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს“ - ასე იწყებს თავის მიმართვას ჟურნალისტი, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა:

„მინდა წაგიკითხოთ, რაც ჩემი არხებით მომდის რუსეთის ფედერაციიდან. ამას ჩვენი დაზვერვა გადმოსცემს:

ღამით კრემლში სხდომა იყო. პუტინი ახლა ურალშია. ბიზნესმენებს იწვევს მოსათათბირებლად, რომ პანიკის გამო, არავინ წავიდეს ქვეყნიდან. მათ არ უშვებენ აეროპორტებიდან და კერძო პორტებიდან. წინასწარ იყო მოძებნილი ყველა სახის დაცვა უკრაინის მხრიდან. ტაქტიკური გეგმა არ ყოფილა. მოვლენების მსვლელობას მივყვებოდით ვციტირებ: „იმედი ჰქონდათ, რომ ყველაფერს აიღებდნენ ერთ-ოთხ დღეში. განიცდიან ფინანსურ დანაკარგებს. ომი რუსეთს დღეში 20 მილიარდი დოლარი უჯდება. პუტინს ეგონა, რომ ეს მარტივი გასეირნება იქნებოდა. რაკეტები ცოტა აქვთ - მაქსიმუმ 3-4 დღე ეყოთ. არც იარაღია. ტულას ქარხნები და რეტენბერგის ორი ქარხანა  „ვინტოვკებზე“ და ტყვიებზე შეკვეთებს ვერ აუდიან. ფიზიკურად არ ჰყოფნით იარაღი. 

იარაღის შემდეგი პარტია შესაძლოა 3-4 თვეში იყოს. ადრე მისი მოწოდება სლოვენიიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან ხდებოდა. ახლა ეს გზა დაბლოკილია.

განიხილება, რომ თუ უკრაინა 10 დღეს გაძლებს, მოლაპარაკებების მაგიდასთან მოუწევთ დაჯდომა, რადგან არც იარაღია საკმარისი და არც ფული. სანქციების დიდად არ ეშინიათ. „ალფა“ ჯერ კიდევ 18 თებერვლიდან არის კიევთან. მთელი გათვლა იმაზეა, რომ აიღებენ კიევს და იქ თავის კაცს დასვამენ და აღარ დახარჯავენ არც ფულს და არც იარაღს.

ემზადებიან პროვოკაციისთვის, რათა მშვიდობიან მოსახლეობაში პანიკა დათესონ.

გეგმა და იმედი პანიკაზე აქვთ და რომ ზელენსკი გაიქცევა. ფიქრობენ, რომ პირველი ხარკოვი დაეცემა და მას სხვა ქალაქებიც მიყვებიან სისხლისღვრის თავიდან აცილების მოტივით.

პრობლემები აქვთ აეროპორტებშიც. არ აქვთ უპილოტოები.

ძალიან დამწუხრებულები არიან ხარკოვთან მიღებული დანაკარგით, სადაც 200 ადამიანი მოუკვდათ. ციტატა: „მოწინააღმდეგის მხრიდან გაშმაგებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. შოკში არიან“. მათთვის მნიშვნელოვანია რაკეტები შესაშინებლად. განზრახ ისვრიან უმისამართოდ და „შემთხვევით“ ახვედრებენ საცხოვრებელ სახლებს. რათა შექმნან მასობრიობის ეფექტი“.

„ბიჭებო, არ მიგდით საქმე რუსული გეგმის მიხედვით! ჩვენ ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. უკრაინის გმირი არმია სასწაულებს ახდენს, რაც ვერ წარმოედგინა ვერც რუსეთს, ვერც ევროკავშირს და ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებს. არავინ იფიქრებდა, რომ უკრაინული არმია ასე გაშმაგებით და სასოწარკვეთით იბრძოლებდა საკუთარი მიწისთვის,..“ - აცხადებს ჟურნალისტი და მიმართავს რუს ხალხს, რომ გააპროტესტონ ომი ქუჩებში, რადგან უკრაინის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ვეღარასდროს იქნება ის, რაც აქამდე იყო.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში