მაკრონსა და ლუკაშენკოს შორის სატელეფონი საუბარი შედგა

27 თებერვალი 2022, 05:52 1239 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მაკრონმა ბელარუსის პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, მოითხოვოს რუსული ჯარების სწრაფი გაყვანა ბელარუსიდან, რადგან ეს იწვევს ცალმხრივ და უსამართლო ომს და ჰუმანიტარული ოპერაციების ჩასატარებლად საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსი და უკრაინელი ხალხის ძმურ ურთიერთობას უნდა წაეხალისებინა ბელარუსი, უარი ეთქვა ვასალობაზე და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ფაქტობრივ თანამონაწილეობაზე“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში