რას ნიშნავს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, SWIFT-იდან ჩახსნა

27 თებერვალი 2022, 09:28 2669 ნახვა

რას ნიშნავს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები , რუსული ბანკების SWIFT-დან ჩახსნა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო გადარიცხვები თითქმის შეუჩერდათ. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინეს. ეს ნიშნავს, რომ მას 100-ობით მილიარდი დოლარი დროებით წაართვეს.

ეკონომიკის ექსპერტთა მოსაზრებით, SWIFT-დან რუსეთის გათიშვა გამოიწვევს: ეკონომიკის 50%-მდე ვარდნას, ექსპორტის 350%-მდე შემცირებას, დეპოზიტებისა და სხვა სავალუტო სახსრების მნიშვნელოვან გადინებას, გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას.

ცნობილია, რომ ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა რუსეთს მკაცრ სანქციებს უწესებს. პირველი: შერჩეული რუსული ბანკები გაითიშება SWIFT-ის სისტემიდან. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას საერთაშორისო ბაზარზე და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს. მეორე: წესდება შემზღუდავი ზომები, რომლებიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო რეზერვებზე. ეს ნიშნავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. გაიყინება მათი ტრანზაქციები.

რუსული ბანკებისთვის შეუძლებელი გახდება, ლიკვიდურად აქციოს თავისი აქტივები. მესამე: იმუშავებენ, რომ რუს ოლიგარქებს აეკრძალოთ თავიანთი ფინანსების გამოყენება დასავლურ ბაზრებზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ასევე შეებრძოლებიან დეზინფორმაციას და ჰიბრიდული ომის სხვა გამოვლინებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში