ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს - ნუ შეგეშინდებათ რუსეთის, იყავით ძლიერნი - ალექსეი რეზნიკოვი

27 თებერვალი 2022, 10:46 901 ნახვა

ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს - ნუ შეგეშინდებათ რუსეთის, იყავით ძლიერი და მოიგერიეთ ის - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ქვეყანაში მიმდინარე საომარ ვითარებაზე Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

მისივე განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა უფრო ძლიერი უნდა იყოს.

„წინააღმდეგობის 72 საათი! მსოფლიომ არ დაიჯერა, მსოფლიო დაეჭვდა, მაგრამ ჩვენ არათუ ძალა შევინარჩუნეთ, არამედ თავდაჯერებულად ვაგრძელებთ რუსი ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლას! ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს - ნუ შეგეშინდებათ რუსეთის, იყავით ძლიერი და მოიგერიეთ ის. უკრაინის მხარდაჭერა უფრო ძლიერი უნდა იყოს! თქვენი უსაფრთხოება ჩვენზეა დამოკიდებული“, - წერს რეზნიკოვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში