უკრაინაში არ იმყოფება არც ერთი ბელორუსი ჯარისკაცი და არც ერთი ბელარუსული ტყვია - ლუკაშენკო

27 თებერვალი 2022, 12:50 578 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვას გამოეხმაურა და თქვა, რომ უკრაინაში არ იმყოფება არც ერთი ბელორუსი ჯარისკაცი და არც ერთი ბელარუსული ტყვია იქ არ არის.

ლუკაშენკომ მოუწოდა ზელენსკის უკრაინელ ხალხს მიმართოს და არა ბელარუსებს.

"ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინისკენ მართლაც გაუშვეს რაკეტები, თუმცა ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რადგან უკრაინა რუსეთზე თავდასხმას აპირებდა და ამისთვის მზად ჰქონდა რაკეტები ბელორუსის საზღვართან
", -აცხადებს ლუკაშენკო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში