სუმის რაიონში რუსმა ჯარისკაცებმა ესროლეს ავტობუსს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო

27 თებერვალი 2022, 14:55 1106 ნახვა

სუმის რაიონში რუსმა ჯარისკაცებმა ესროლეს ავტობუსს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებს ახლოს არ უშვებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით წერს.

დიმიტრი ჟივიცკიმ ,,ტელეგრამზე'' დაწერა, რომ მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანები შემთხვევის ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

''ახლა ადგილობრივი ოჯახის ექიმები ფეხით მიემართებიან შემთხვევის ადგილისკენ და ეცდებიან სასწრაფოს მოსვლამდე დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიონ. ეს დადასტურებული ინფორმაციაა“ - წერს დმიტრო ჟივიცკი.

შემთხვევის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

​​სუმის რეგიონში მესაზღვრეებმა და ეროვნულმა გვარდიამ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფთან ბრძოლა დაიწყეს. მტრის ტექნიკის დიდი კოლონა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ქალაქ სუმისკენ მიიწევდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში