უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა - ზელენსკი

27 თებერვალი 2022, 15:07 1045 ნახვა

უკრაინამ სამხედრო აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ავრცელებს.

"უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ შეიცავს გენოციდის ნიშნებს  ჩვენ მოვითხოვთ, სასამართლომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც რუსეთს სამხედრო მოქმედებების ახლავე შეწყვეტას აიძულებს. ჩვენ სასამართლო პროცესების დაწყებას შემდეგი კვირიდან ველოდებით", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე"

 

 

მისივე თქმით, რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის უფლება უნდა ჩამოერთვას.

„რუსეთი ბოროტების გზას ადგას და მსოფლიომ მას უნდა ჩამოართვას გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის უფლება. უკრაინელებო, ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვიცავთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდება ჩვენს თითოეულ ჯარისკაცს. დიდება უკრაინას!“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში