ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებებს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე დათანხმდა

27 თებერვალი 2022, 17:22 2183 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია, წინასწარი პირობების გარეშე, შეხვდება რუსეთს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში.

ზელენსკის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში