პუტინმა შემაკავებელი ძალების საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა

27 თებერვალი 2022, 18:21 1448 ნახვა

რუსული მედია იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინმა „დასავლეთში გაკეთებული აგრესიული განცხადებების ფონზე“, განკარგულება გასცა შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.

„ნატოს ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამონათქვამებს ჩვენი ქვეყნის მისამართით. ამიტომ, ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები გადავიდნენ სამხედრო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“ - განაცხადა პუტინმა, რომელმაც დღეს კრემლში თავდაცვის მინისრ სერგეი შაიბუსთან და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრა გამართა.

ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ „არალეგიტიმურ სანქციებს იღებენ“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში