ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო - „ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის თვითმფრინავებისთვის“

27 თებერვალი 2022, 21:05 1259 ნახვა

ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა.

„ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას. ეს შეეხება რუსეთის მიერ კონტროლირებად ნებისმიერ თვითმფრინავს. ჩვენი საჰაერო სივრცე რუსეთის თვითმფრინავებისთვის დახურულია - მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავებისთვისაც“, - აცახდებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში