ომმა 4 დღეში უკრაინაში 16 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

27 თებერვალი 2022, 22:57 2074 ნახვა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო 4 დღის განმავლობაში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული 16 ბავშვის შესახებ აკეთებს განცხადებას. ამის შესახებ ინფორმაცია მან ტელეარხ „რადას“ ეთერში გააჟღერა.

„ოთხი დღეა... 24 საათის განმავლობაში ოპერაციებს ვუტარებთ დაჭრილებს და ვცდილობთ სიცოცხლეების გადარჩენას. ოპერაციას ვუტარებთ ბავშვებს. სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ 16 ბავშვი.

ეს არის რუსული არმიის შედეგი, რომელსაც არ შეიძლება არმია ეწოდოს, რადგან ექიმებს, ბავშვებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს არმია არ ესვრის - ესვრიან ტერორისტები.  მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ეს არ არის არმია - ესენი არიან ტერორისტები", - ამბობს ლიაშკო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში