რუსულ ჯარებს ვაჩვენეთ, რომ ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან - უკრაინის შეიარაღებული ძალები 

28 თებერვალი 2022, 09:37 1062 ნახვა

28 თებერვლის ღამეს რუსეთის ძალები კიევის თავდაცვის გარღვევას კვლავ ცდილობდნენ, თუმცა წარუმატებლად. ამის შესახებ უკრაინული მედია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურზე, ალექსანდრ სირსკიზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ცნობით, უკრაინული ძალები მოწინააღმდეგის ყველა მოძრაობას აკონტროლებდა და ამჟამად დედაქალაქში ვითარება კონტროლირებადია.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიზნის მიღწევის ყველა მცდელობა ჩაიშალა. განადგურდა საოკუპაციო ტექნიკა, მტერმა მნიშვნელოვანი საკადრო დანაკარგები განიცადა. რუსული ჯარები დემორალიზებულები და გამოფიტული არიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან“, – განაცხადა ალექსანდრ ​ სირსკიმ.

კიევის თავდაცვის მეთაურის თქმით, უკრაინის დედაქალაქში ამჟამად სიტუაცია კონტროლირებადია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში