სისტემატურად ვებრძვით დივერსიულ დაჯგუფებებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმაში არიან გადაცმულნი - გენერალური შტაბი 

28 თებერვალი 2022, 05:45 800 ნახვა

უკრიანის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საჰაერო, სახმლემეთო და საზღვაო ბრძოლებთან ერთად, სისტემატურად უწევთ ბრძოლა დივერსიულ-სადაზვერვო დაჯგუფებებთან.

„მიმდინარეობს მუდმივი ბრძოლა მცირე რაოდენობის დივერსიულ-სადაზვერვო, დაჯგუფებების წინააღმდეგ, ჯგუფებში 3-დან15 კაცამდეა და ისინი შეიარაღებულნი არიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმაში არიან გადაცმული, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები აცვიათ“, - აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 26 თებერვალს, გამთენიისას რუსეთი დედაქალაქ კიევს ბომბავდა. ბრძოლები უკრაინის რამდენიმე სხვადასხვა ოლქში მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში