კიევში 400 დაქირავებული სამხედრო იმყოფება, რომელსაც ზელენსკის ლიკვიდაცია აქვს დავალებული - The Times 

28 თებერვალი 2022, 10:14 1308 ნახვა

კიევში იმყოფება ''ვაგნერის'' 400 დაქირავებული სამხედრო. მათი მთავარი დავალება   უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციაა - ამის შესახებ ინფორმაციას ,,The Times''-ი ავრცელებს.

„ვაგნერის'' ჯგუფმა, რომელსაც პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე მართავს, ხუთი კვირის წინ აფრიკიდან დაქირავებული ჯარისკაცები ჩამოიყვანა.

გამოცემის ცნობით, მათ სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების ლიკვიდაცია დაავალეს.

,,The Times''-ი წერს, რომ მათი მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობისთვის შაბათს დილით გახდა ცნობილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში