რუსეთის ნაკრები საშინაო მატჩებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მაყურებლების გარეშე ჩაატარებს, ვერ გამოიყენებს რუსეთის დროშასა და ჰიმნს - FIFA

28 თებერვალი 2022, 10:30 987 ნახვა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები საშინაო მატჩებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მაყურებლების გარეშე ჩაატარებს, ვერ გამოიყენებს რუსეთის დროშასა და ჰიმნს.

მათივე გადაწყვეტილებით, იგი გამოვა სახელწოდებით „რუსეთის საფეხბურთო კავშირი“. ინფორმაცია ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

​FIFA-ში ასევე განაცხადეს, რომ ინფორმირებულები არიან პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის რუსეთთან თამაშზე უარის შესახებ და მათთან ერთად „მისაღებ გადაწყვეტილებაზე“ იმსჯელებენ.

"FIFA-ს სურს კიდევ ერთხელ დაგმოს რუსეთის მიერ ძალის გამოყენება უკრაინაში. ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი და FIFA გამოხატავს ღრმა სოლიდარობას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია უკრაინაში მომხდარით.

ფიფა კვლავ მოუწოდებს მშვიდობის სასწრაფო აღდგენას და დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი... 
 
ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად და უეფასთან კოორდინაციით, ფიფას საბჭოს ბიურომ,ფიფას პრეზიდენტისა და კონფედერაციის ექვსი პრეზიდენტის მონაწილეობით, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეკომენდაციების შესაბამისად მიეღო სასწრაფო ზომები. ესენია:
 
• რუსეთის ტერიტორიაზე არ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო შეჯიბრი, „საშინაო“ მატჩები იმართება ნეიტრალურ ტერიტორიაზე და მაყურებლის გარეშე.

• რუსეთის წარმომადგენელი ასოციაცია მონაწილეობს ნებისმიერ შეჯიბრში სახელწოდებით "რუსეთის საფეხბურთო კავშირი (RFU)" და არა "რუსეთი".

• არ იქნება გამოყენებული რუსეთის დროშა ან ჰიმნი იმ მატჩებში, სადაც რუსეთის საფეხბურთო კავშირის გუნდები მონაწილეობენ"- აღნიშნულია განცხადებაში.

 გადაწყვაეტილება  FIFA-მ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში