გაეროს საგანგებო სხდომა

28 თებერვალი 2022, 09:53 740 ნახვა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დღეს კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობს. გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სესიის მოწვევას მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭომ. სხდომის დანიშვნას საბჭოს 15 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი, რუსეთმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავი შეიკავეს. მანამდე რუსეთმა უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც მის ქმედებებს გმობდა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის დანიშვნის გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლება რუსეთს არ ჰქონდა.

როგორც მოსალოდნელია, უკრაინის მეგობარი ქვეყნების ჯგუფი სესიაზე გაიტანს მსგავს რეზოლუციას, რომელიც რუსეთმა უშიშროების საბჭოში დაბლოკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში