ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტი აღარ მუშაობს - ჰაკერების დაჯგუფება

28 თებერვალი 2022, 11:18 832 ნახვა

ჰაკერების დაჯგუფება ''ანონიმუსის'' წევრების განცხადებით, ჩეჩნეთის მთავრობისა და ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტები აღარ მუშაობს. ამის შესახებ მათ Twitter-ზე გუშინ დაწერეს. 

მედიის ინფორმაციით, ანონიმური ჰაკერები ღამით თავს დაესხნენ ბელორუსის ბანკების ვებგვერდებსაც. 

25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ''ანონიმუსმა'' მოუწოდა მსოფლიოს ყველა ჰაკერს, გაერთიანდნენ დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს. მოგვიანებით კი რუსეთის სხვა სამთავრობო უწყებების ვებგვერდებმა შეწყვიტეს მუშაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში