რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა - რუბლი დოლართან მიმართებაში 30%-ით გაუფასურდა

28 თებერვალი 2022, 11:59 2742 ნახვა

ორშაბათის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სანქციებს ფონზე რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 1 ამერიკული დოლარის ფასი 113 რუბლს აჭარბებს, ევროს კურსი კი 127 რუბლამდე გაიზარდა. ეს ისტორიული მაქსიმუმია.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე კურსი შედარებით განსხვავებულია, მაგალათად, Bloomberg-ზე ერთი აშშ დოლარი 108 რუბლად ივაჭრება, საერთაშორისო პლატფორმა wise-ში კი დოლარის ღირებულება 105 რუბლია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ რუბლი კატასტროფულად უფასურდება.

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შემდეგ დღეს რუსულ ბირჟებზე ვაჭრობა პირველად გაიმართება.

რუბლის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი წვლილი ომმა და მისგან გამომდინარე სანქციებმა განაპირობა. ასევე ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საერთაშორისო რეზერვების გაყიდვა, პლატფორმა SWIFT-დან რუსეთის ნაწილობრივ გამოთიშვა. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკს ევროკავშირის შემდეგ გაერთიანებული სამეფოც უწესებს სანქციებს.

„ეს ქმედება მიღებულია აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად, რათა არ დავუშვათ, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მისი სავალუტო რეზერვების გამოყენება შეძლოს“, – ვკითხულობთ მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აქამდე რუსული რუბლის რეკორდული გაუფასურება 2020 წელს პანდემიის პირობებში მოხდა. მაშინ ერთი დოლარის ღირებულება 80 რუბლს შეადგენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში