ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა აუცილებელია - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია 

28 თებერვალი 2022, 13:48 566 ნახვა

ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ ,,სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში“.

დამფუძნებლის განცხადებით,  მზად არიან  როგორც საქართველოში უკვე მყოფი, ასევე მომავალში საქართველოში ჩამოსული უკრაინელ მოქალაქეებს დაეხმარონ.  

შალვა ალავერდაშვილი საუბრობს თანხების დროულად მობილიზებასა და იმაზე, რომ უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს არამარტო სასტუმროს და საკვებს შესთავაზებენ, არამედ მათ სამედიცინო დახმარებასაც გაუწევენ.

არ გამორიცხავს დონორი ორგანიზაციებიდან თანხების მოძიების აუცილებლობასაც და იმაზე, რომ მზადება როგორც სასტუმროებმა ასევე რესტორნებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში