რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია - ირაკლი ღარიბაშვილი 

28 თებერვალი 2022, 12:24 1633 ნახვა

რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი, რომ იყოს ხელისუფლებაში ომი დაიწყებოდა ჯერ თბილისში, შემდეგ კიევში.

''ბოლო დღეებში მარგინალური ოპოზიცია ცდილობს, ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე ითამაშოს, ისინი გამოიყენოს. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური, თუ სხვა ჩვენი უკრაინელი დების და ძმების მიმართ.

ის, რაც ხდება უკრაინაში ყველასთვის კარგად ცნობილია, ჩვენ ეს გამოვცადეთ 2008 წელს. სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ. მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას. კარგად გვახსოვს როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. გახსოვთ, რომ მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და მიატოვა კაცმა, მთელს ერს აჩვენა საკუთარ მხდალი სახე. მთელს მსოფლიოს დაამახსოვრა თავი ჰალსტუჰების ჭამითა და მიწაზე ფორთხვით. ეს ძალიან კარგად გვახსოვს, კარგად გვახსოვს ვინ იომა აგვისტოს ომის დროს - მაშინ იომა ჩვენა გმირმა ჯარმა.

ეს ხალხი გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში. ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას ხედავენ. დარწმუნებული ვარ ძალიან განიცდიან, რომ დღეს აქ ომი არ არის. ვინმეს თუ უფიქრია დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს სად ვიქნებოდით,  ომი დაიწყებოდა ჯერ თბილისში, შემდეგ კიევში. ეს უნდა ითქვას პირდაპირ მეგობრებო და ამას არ უნდა მოვერიდოთ'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში