უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

28 თებერვალი 2022, 15:14 1156 ნახვა

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მხარის განცხადებით, შეხვედრის მთავარი საკითხი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან ძალების გაყვანაა.

ჯერ ცნობილი არ არის, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებები.

უკრაინის მხრიდან დელეგაციას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავიდ არახამია ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრებს შორის არიან თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში