ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა - ISFED

28 თებერვალი 2022, 15:25 1238 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია ''სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.

''უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის ფეისბუქს შესაბამის მონაცემებს ვაწვდით'' - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

2020 წელს წელს Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო „ალტ-ინფოსთან“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში