მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთს შორის გრძელდება

28 თებერვალი 2022, 20:01 1172 ნახვა

მსოფლიოს ყურადღება ახლა ქალაქ გომელისკენაა, რომელიც უკრაინა-ბელარუსის საზღვართან მდებარეობს და უკრაინა-რუსეთს  მოლაპარაკებების მე-3 და სავარაუდოდ ბოლო რაუნდი მიმდინარეობს. უსაფრთხოების თვალსაზრისით შეხვედრის ზუსტი ადგილი არ ხმაურდება. უკრაინის დელეგაციაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავიდ  არახამია, თავდაცვის მინისტი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტ ზელენსკის  აპარატის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ნიკოლაი ტოჩიცკი, დეპუტატი რუსტემ უმეროვია. რუსულ დელეგაციას მოლაპრაკებებზე ხელმძღვანლობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. დელეგაციაში შედიან  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ანდრეი რუდენკო, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი. მოლაპარაკებებს  ასევე ესწრება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი.  უკრაინული მხარე  მოლაპარაკებებზე პოლონური ვერტმფრენით პოლონეთის ტერიტორიის გავლით ჩაფრინდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის  უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით,  რუსეთთან მოლაპრაკებების მთავარი პირობებია -ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან, მათ შორის დონბასიდან და ყირიმიდან რუსეთის შეარღებული ძალების გაყვანაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში