ბატონო სიმონ, მე მგონი თქვენ მაუწყებლობთ გაუკუღმართებული ფორმით - წულუკიანი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს 

28 თებერვალი 2022, 15:28 634 ნახვა

"ბატონო სიმონ, თქვენ მე მგონი მაუწყებლობთ გაუკუღმართებული ფორმით და არ ვარგა ეს'' - ასე უპასუხა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვას თეა წულუკიანმა. 

''რას მეკითხება არ ვიცი. საზოგადოებას ესმის, ბატონმა სიმონმა რა მკითხა? ბატონი სიმონი მეკითხება ამ პრემიერ-მინისტრმა 25 წუთი, რომ ილაპარაკაო და მხოლოდ 1 წუთი ილაპარაკა უკრაინაზეო და 24 წუთი ილაპარაკა საქართველოზეო, ესო მისაღებიაო?! დიახ სიმონ, მისაღებია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 25 წუთიდან ერთი წუთი ლაპარაკობს ერთ თმაზე და დანარჩენ მთელ დროს უთმობს საქართველოს.

"ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის განხილვას კი არა მათ ზედაპირულობას დაუთმო ანალიზი, ვინაიდან თქვენნაირი ახალგაზრდებისთვის მცდელობა ჰქონდა გაეგებინებინა სად დგას დღეს საქართველო. საქართველო დგას მძიმე დღეში, იმიტომ რომ ევროპაში, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით, არის ომი. 

ამას თუ ვერ ხედავთ სიმონ ეს ძალიან დასანანია''- თქვა წულუკიანმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა: "ბატონი პრემიერი დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში საუბრობდა და აქედან ერთი წუთი დაუთმო უკრაინას, დანარჩენი 24 წუთი დაუთმო ''ნაციონალურ მოძრაობის'' განხილვას. მაშინ როდესაც ესეთი რთული სიტუაციაა, მაშინ, როდესაც რუსი ოკუპანტი ცდილობს, რომ ძალისმიერი მეთოდით დაიპყროს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ტერიტორია, ამ დროს როდესაც უნდა ვიყოთ ერთიანები, გვესმის ის, რასაც საზოგადოების 90% არ ეთანხმება".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში