სანქციები რუსეთს-ეკონომისტის შეფასება

28 თებერვალი 2022, 20:30 1398 ნახვა

როგორი იქნება ფინანსური სანქციების ეფექტი. ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ  სანქციები რუსეთსა და მსოფლიოს , მათ შორის საქართველოსაც  მნიშვნელოვან დარტყმას მოუტანს. მისივე  თქმით,  საქართველო  უკვე განიცდის  თავისი მცირე ეკონომიკის ფონზე  ზიანს- ვითიბი ბანკის მუშაობის შეჩერებით.  ეკონომისტი ამბობს, რომ დაწესებული სანქციებისთვის რუსეთის ხელისუფლება მზად იყო, თუმცა არა რუსი  ხალხი. იმის მიუხედავად, რომ სანქციების უარყოფითი გავლენა საქართველოსაც შეეხება, ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ რუსეთის შესუსუტებით  საქართველო სარგებელს მიიღებს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში