დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია

01 მარტი 2022, 10:16 1028 ნახვა

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. ინფორმაციას  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

"აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია. ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება"- აცხადებენ დეპარტამენტში.

ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში