კიევის მახლობლად სამშობიარო სახლის შენობას და სარეაბილიტაციო ცენტრს რუსული ძალებისგან ნასროლი ჭურვი მოხვდა

01 მარტი 2022, 10:41 1570 ნახვა

კიევის მიმდებარედ, რუსული ძალებისგან ნასროლი ჭურვი კერძო სამშობიაროს შენობას მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საავადმყოფოს გენერალურ დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მეგობრებო, ყველა მეკითხება, რა ხდება სამშობიაროსთან, მადლობა მხარდაჭერისთვის. ჭურვი მოხვდა სამშობიაროს. ყველა ევაკუირებულია!"- დაწერა მან „ფეისბუქში“.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევის რეგიონში მტერმა ცეცხლი გაუხსნა ვეტერანთა სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

„ცოტა ხნის წინ უკრაინის ვეტერანთა საქმეთა სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრი კიევის რაიონის სოფელ ბოროდიანკაში დაიბომბა.

ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა, ძალადობის აქტი"- აცხადებს უკრაინის ვეტერანთა საქმეთა მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში