საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გენერალურ სპონსორ „ვითიბი ბანკთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა

01 მარტი 2022, 13:01 1060 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გენერალურ სპონსორ „ვითიბი ბანკთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.

ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ვითიბი ბანკის“ ლოგოტიპი ორგანიზაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან, ამოღებულია.

,,ვითიბი ბანკის'' ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან, როგორც ბეჭდური ისე ციფრული მედიიდან და ეროვნული ნაკრები გუნდების ეკიპირებიდან.

ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

25 თებერვალს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დავიწყეთ და პირველი ტურის მასპინძელ ხუთივე არენაზე ჩვენი გენერალური სპონსორის ბანერები უკვე აღარ იყო. ეს პროცესი დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ'' - აცხადებს დავით მუჯირი.

ფედერაციის ახალ გენერალურ სპონსორს უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში