ომის მეექვსე დღე უკრაინაში

01 მარტი 2022, 11:20 1113 ნახვა

ახტირკაში რუსული დაბომბვის შედეგად ათეულობით ჯარისკაცია გარდაცვლილი. სუმის ოლქში რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70 მებრძოლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

დმიტრი ჟივიცკის თქმით, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა რუსულმა მხარემაც. მანამდე ახტირკას მერმა პაველ კუზმენკომ განაცხადა, რომ ქალაქ ახტირკაში ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმური ბომბები ჩამოაგდეს.

საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე ამ დროისთვის  ქალაქი ხერსონია, რუსულმა სამხედროებმა ხერსონზე იერიში გვიან ღამით დაიწყეს.

ქალაქი ხერსონი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მახლობლად მდებარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში