8 ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერს

01 მარტი 2022, 12:31 1147 ნახვა

ევროკავშირის კარი უკრაინისთვის სწრაფად იხსნება. გუშინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ხელმოწერას უზენაესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი და პრემიერ -მინისტრი დენის შმიგალი ესწრებოდნენ.

ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომლითაც უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერენ. 

ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციისკენ ყველაზე მაღალ დონეზე, ასევე მისცენ შესაძლებლობა ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ნაბიჯები, უკრაინას დაუყოვნებლივ მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და გაიხსნას მოლაპარაკებათა პროცესი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში