უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

01 მარტი 2022, 15:01 3065 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოში, კონსულტაციებისთვის ქვეყნიდან გაიწვია - ამის შესახებ განცხადება მან, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ, ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას. 

პრეზიდენტის განცხადებით, სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდათ „ამორალური პოზიცია“.

''რაც შეეხება ჩვენს დიპლომატებს, მათი ქმედებები გამართლებულია იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც თავიანთი სიტყვა და საერთაშორისო ნორმები დაარღვიეს. დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე ვიძახებთ კონსულტაციებზე  უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო."- განაცხადა ზელენსკიმ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში