ამ თავზარდამცემი კონფლიქტის დროს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი დამარცხდება - ბორის ჯონსონი

01 მარტი 2022, 15:24 1251 ნახვა

ამ თავზარდამცემი კონფლიქტის დროს, დარწმუნებული ვარ როგორც არასდროს, რომ პუტინი დამარცხდება და პუტინი უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსულ ტაქტიკას იყენებს.

„ჩვენ დღეს ვხედავთ კატასტროფას ევროპის კონტინენტზე და ჩვენი პოლონელი მეგობრები ფრონტის ხაზზე იმყოფებიან. პოლონეთის მთავრობა და ხალხი შესანიშნავ საქმეს აკეთებს ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავების კუთხით.

ბრიტანეთი მზად არის, დაგეხმაროთ. ორი ჰუმანიტარული თვითმფრინავი უკვე დაეშვა პოლონეთში და დახმარება კიდევ მოვა. პუტინი მზადაა, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა მოქალაქეების წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინი ბომბავს უდანაშაულო მოქალაქეებს. ბომბავს შენობებს. ბავშვები იხოცებიან. ის სათანადოდ ვერ აფასებს ორ რამეს: პირველი არის უკრაინელი ხალხის სურვილი, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მათი რწმენა რომ აქვთ თავდაცვის უფლება. აქვე მინდა პატივისცემით მოვიხსენიო ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერობა. ის შთააგონებს და მობილიზებას უკეთებს არამხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს. მეორე არის, რომ პუტინი სათანადოდ ვერ აფასებს დასავლეთის და მთელი მსოფლიოს ერთობას და სიმტკიცეს“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში