უნგრეთმა, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

01 მარტი 2022, 15:57 1014 ნახვა

უნგრეთმა, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

" უნგრეთი მხარს უჭერს ამ ინიციატივას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენოს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მიიღებს თუ არა უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - ისტორიულ საკითხზე ევროპარლამენტი დღეს იმსჯელებს.

როგორც  ცნობილია, ევროპელ ლიდერებთან ერთად ევროპარლამენტში - დისტანციურად, სიტყვით გამოვა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში