აქცია ქობულეთში

01 მარტი 2022, 14:06 1007 ნახვა

კერძო ლომბარდის მიერ დაზარალებულმა მოსახლეობამ დღეს ქობულეთის პოლიციის სამმართველოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.

დაზარალებული პირები, თავიანთი კუთვნილი ძვირფასეულობის დაბრუნებას ითხოვენ და ელოდებიან დროულ გამოძიებას. ისინი დღეს ქობულეთის პოლიციის სამმართველოში საქმის გამომძიებელს შეხვდნენ, როგორც ამბობენ, საქმე აჭარის პოლიციის სამმართველოშია გადაცემული და დამატებითი კითხვებზე პასუხები არ მიუღიათ. მოსახლეობის ინფორმაციით, ლომბარდის მეპატრონემ ქვეყანა უკვე დატოვა.

აქციაზე, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, რომელიც ამბობს, რომ ის ნივთები, რომლებიც ლომბარდის მეპატრონემ ბანკში ჩადო, მათი აღწერა და დროული გამოსყიდვა უნდა მოხდეს.

შსს ინფორმაციით, საქმეზე ფიგურანტი სხვა პირი დაკითხულია, ოფისიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. გამოძიება თაღლითობის მუხლითაა დაწყებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში