გასაკეთებელია გადამწყვეტი არჩევანი - შარლ მიშელი

01 მარტი 2022, 17:29 997 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, საბჭომ სერიოზულად უნდა შეხედოს უკრაინის სიმბოლურ, პოლიტიკურ და ლეგიტიმურ მოთხოვნას.

შარლ მიშლის თქმით, გასაკეთებელია გადამწყვეტი არჩევანი.

,,რთული იქნება. ვიცით, რომ ევროპაში განსხვავებული შეხედულებებია. საბჭომ სერიოზულად უნდა შეხედოს სიმბოლურ, პოლიტიკურ და ლეგიტიმურ მოთხოვნას, რომელიც გაკეთდა და გააკეთოს შესაბამისი გადამწყვეტი არჩევანი.

მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ვუთხრათ, რუსეთო, შეწყვიტე ომი, წადი სახლში და მოდი, ვისაუბროთ. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის მამაცობას. ჩვენ დავპირდით ერთად, რომ რუსეთს ვუპასუხებდით მკაცრად, სწრაფად და შედეგები რუსეთისთვის იქნებოდა მძიმე. ჩვენ ვუპასუხეთ მასშტაბური და უპრეცენდენტო სანქციებით ეკონომიკურ სექტორზე, ფინანსურ სისტემაზე, პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებსა და ოლიგარქებზე.

ეს სანქციები გავლენას მოახდენს ჩვენზეც, მაგრამ ამ საფასურის გადახდა ღირს ჩვენი ღირებულებებისთვის, ჩვენი მომავლისა და რწმენისთვის. როდესაც ეს ომი დაიწყო, ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ ევროპის ერთიანობას გატეხდა, მაგრამ ის შეცდა. როდესაც მან საომარი მოქმედებები წამოიწყო, ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად და ადვილად დაიპყრობდა, მაგრამ შეცდა, რადგან უკრაინელი ხალხი მამაცურად უწევს წინააღმდეგობას. 1961 წელს გენერალმა დე გოლმა თქვა, რომ დასავლეთის ძალებს მსოფლიოში მშვიდობის მიღწევა აგრესიის წინააღმდეგ მტკიცედ და ერთად დგომით შეუძლიათ. ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია და ეს უნდა იყოს ჩვენი პოზიცია“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა ბლოკში გაწევრიანების სპეციალური პროცედურა აამოქმედეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში