მოსახლეობა თავს მეტროს და ავტოსადგომებს აფარებს

01 მარტი 2022, 18:43 1019 ნახვა

მეექვსე დღეა რუსეთი უკრაინას თავს ესხმის და ქალაქებს ბომბავს. მშვიდობიანი მოქალაქეები კი მათთვის უსაფრთხო ადგილებს აფარებენ თავს. ძირითადად ისინი მეტროებში არიან, ასევე მიწისქვეშა ავტოსაგდომებსა და სარდაფებში. ადგილობრივები იტყობინებიან, რომ  კიევში რთული ვითარეებაა, თუმცა უკრაინელები  შეჩერაბას არ აპირებენ. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ხუთ დღეში უკრაინაში დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვი. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და მოსაზღვრე ქვეყნებში გადავიდა - მონაცემებს გაეროს უმაღლესი კომისარი დევნილთა საკითხებში ავრცელებს. გაეროში იუწყებიან, რომ თუ კონფლიქტი დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ვარაუდობენ, რომ დევნილთა რიცხვი მომდევნო კვირებში 4 მილიონამდე გაიზრდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში