დღეს ყურადღების ცენტრში უკრაინაა, საქართველოს მდგომარეობა არაა მივიწყებული, უნდა გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ - პრეზიდენტი

01 მარტი 2022, 20:23 1024 ნახვა

ყურადღების ცენტრშია უკრაინა და ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული, ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

პრეზიდენტის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ გაატაროს აუცილებელი რეფორმები.

„ყველასთვის ყურადღების ცენტრში დღეს არის უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული, ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, რომ ჩვენ ყველაფერი ის ზომები მივიღოთ და ის რეფორმები, რაც აუცილებელია და ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალი დღეს ალბათ, ახალი მოვლენებია და ახალი გარემო, რომელიც ამას მისცემს ახალ პერსპექტივას, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში