რუსეთის ძალებმა ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს - უცხოური მედია

02 მარტი 2022, 10:38 956 ნახვა

ქალაქ ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ძალები შევიდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხერსონის მერის იგორ კოლიხაევის განცხადებით, რუსულმა ძალებმა წუხელ ქალაქის რკინიგზის სადგური და პორტი დაიკავეს.

მისივე განმარტებით, გასული ღამის განმავლობაში ხერსონში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

"დაღუპული ბევრია და მათ შორის არიან როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები"- განაცხადა ქალაქის მერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში