დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა ცეცხლი სკოლების მიმართულებით გახსნეს, მოკლულია 3 ადამიანი - უკრაინის პოლიცია

02 მარტი 2022, 12:45 822 ნახვა

დონეცკის ოლქში, დღის განმავლობაში, რუსმა ჯარებმა 3 ადამიანი მოკლეს, 22 დაჭრეს. დაჭრილებს შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სახლებს, ორ სკოლას, თონეს, მაღაზიას და სხვადასხვა ობიექტებს.

მათივე განცხადებით, ოკუპანტებმა 17 დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს იერიში.

„წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 36 ობიექტი დაზიანდა. სოფელ სტარი-კრიმში განადგურდა 46-ე სკოლა და თონე. მარიუპოლში რუსი სამხედროების სამიზნე იყო კომუნალური კომპანია, სკოლა და მაღაზია ქალაქის ცენტრში. ოკუპანტებმა ასევე განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ვუგლედარსკის თემზე, ჟელანოეს, ასევე ცეცხლი გაუხსნეს სვეტლოდარსკის, ავდიევსკის მიმართულებით"- წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში