ომი უკრაინაში - დღე მეშვიდე

02 მარტი 2022, 15:00 1444 ნახვა

რამდენიმე საათში რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების ადგილზე ჩავა, თუ სად გაიმართება ომიდან ერთი კვირის თავზე მორიგი შეხვედრა დაპირისპირებულ  მხარეების მონაწილეობით ჯერ-ჯერობით უცნობია.

მანამდე კი  რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ, რომ დღეს მოლაპარაკებები ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან უკრაინულ მხარეს მონაწილეობა ჯერ არ დაუდასტურებია.

კრემლის სპიკერის თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელად ვლადიმერ მედინსკი რჩება.

დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ წარმატებულად მოლაპარაკებები მაშინ ჩაითვლება, თუ შესრულდება ის პირობები, რომლებიც ვლადიმირ პუტინმა მშვიდობის უზრუნველსაყოფად დასახა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში