ომი უკრაინაში - დღე მეშვიდე

02 მარტი 2022, 14:43 891 ნახვა

ევროკომისია წინადადებით გამოდის უკრაინიდან ომს გაქცეულ ადამიანებს დროებითი თავშესაფრის უფლება მისცეს. გეგმის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირები ბინადრობის ნებართვას მიიღებენ, ასევე მათ ექნებათ წვდომა დასაქმებასა და სოციალურ დახმარებაზე.

რაც შეეხება ვითარებას უკრაინაში, დღეს რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხარკოვის ცენტრალური ნაწილი  დაბომბეს. ჭურვები დაეცა უნივერსიტეტისა და ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობებს. 

სარაკეტო თავდასხმის შედეგად  წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 4 პოლიციელი, 9 დაშავდა. მაშველებმა   ნანგრევებიდან 10 ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილდებიან. მან კიეველებს დედაქალაქის დაცვისკენ მოუწოდა. მტერი სულ უფრო აახლოებს საკუთარ ძალებს დედაქალაქთან.

ღამით მათ დაბომბეს თეთრი ეკლესია, ბრძოლები გაგრძელდა ბუჩასა და გოსტომელში. ჩვენ ვემზადებით და დავიცავთ კიევს - განაცხადა კლიჩკომ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში