უკრაინელი სასულიერო პირების მიმართვა

02 მარტი 2022, 14:18 979 ნახვა

უკრაინის  მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს ონუფრის ადგილობრივი  საეკლესიო საბჭოს მოწვევისა და  მოსკოვის საპატრიარქოდან გამოსვლის მოთხოვნით მიმართავენ.   

ვიდეომიმართვაში ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვიტეს აღარ მოიხსენიონ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის კირილის სახელი ეკლესიებში წირვა-ლოცვების  დროს. 

„მამად მიგვაჩნდით, ზოგიერთს  ბატონადაც კი. მაგრამ  მამინაცვალზე უარესი აღმოჩნდით. ღმერთი იყოს თქვენი მსაჯული“ - ამბობს  ერთ-ერთი სასულიერო პირი. 

ვიდეომიმართვაში სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ და მოსახლეობას ხოცავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში